სიახლეები

როგორ დავიცვათ თავი ვირუსისაგან?

იბანეთ ხელები ხშირად
რეგულარულად დაიბანეთ და გაიწმნიდეთ ხელები ალკოჰოლის შემცველი ნივთიერებით

რატომ? ხშირი ხელების დაბანა საპონით და გაწმენდა ალკოჰოლის შემცველი ნივთიერებით კლავს ვირუსებსა და ბაქტერიებს

შეინარჩუნეთ დისტანცია
დაიცავით დისტანცია მინ.1 მეტრი თქვენსა და იმ ადამიანს შორის ვინც ახველებს ან აცემინებს

რატომ? დაცემინებისას და დახველებისას გამოიყოფა ბაქტერიები და ვირუსები, თუ თქვენ ხართ დაინფიცირებული ადამიანის სიახლოვეში ვირუსის გადადების რისკი იზრდება

არ შეეხოთ თვალებს, ცხვირს და პირს
რატომ? ხელით სხვადასხვა ზედაპერს ვეხებით რაც ვირუსით დაინფიცირების შესაძლებლობას ზრდის, შემდეგ თუკი შევეხებით თვალებს, ცხვირს და პირს ვირუსი შეახწევს ორგანიზმში

დაიცავით აუცილებელი ჰიგიენის ნორმები
შეეცადეთ რომ თქვენ და თქვენს ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა დაიცვან აუცილებელი ჰიგიენის ნორმები, დახველება ან დაცემინებისას აიფარეთ მხარი

რატომ? სტანდარტული ჰიგიენის ნორმების დაცვა რადიკალურად ამცირებს ვირუსის გავრცელების რისკს

თუ გაქვთ სიცხე, ხველება და გიჭირთ სუნთქვა აუცილებლად დაუკავშირდით სამედიცინო ორგანოებს
თუ სუსტად გრძნობთ თავს აუცილებლად დარჩით სახლში, თუ გაქვთ სიცხე, ხველება და გიჭირთ სუნთქვა მიმართეთ სამედიცინო ორგანოს და მიყევით მათ ინსტრუქციას

რატომ? აუცილებელია ვიზრუნოთ ჩვენს თავზე და ასევე ჩვენს გარშემომყოფებზე, თუკი აღგენიშნებათ სიმპტომები მიმართეთ პროფესიონალებს ისინი უზრუნველყოფენ როგორც თქვენს ასევე თქვენს ირგვლივ მყოფთა დაცვას, ასე ვირუსის გავრცელების რისკს მინიმუმამდე დავიყვანთ