მანნა - ქართული კომპანია

რომელიც პრემიუმ ხარისხის ჩაის აწარმოებს

2017 წელს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი და დამფასოებელი საწარმო „მანნა“ გაიხსნა. კომპანიის საკუთრებაშია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და დანადგარებით აღჭურვილი ქარხანა სოფელ საგურამოში.

ჩვენი გუნდი შემდგარია წამყვანი სპეციალისტებისგან, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ სოფლის მეურნეობის მართვისა და წარმოების სფეროში. საწარმოს ფინანსური და ორგანიზაციული მართვა ხორციელდება კომპანიაში დანერგილი ERP-ის სისტემის მეშვეობით. ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფილ დაცვას უზრუნველყოფენ დარგისა და სურსათის უსაფრთხოების პროფესიონალი სპეციალისტები.

„მანნას“ საწარმო დაფინანსებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიანი აგრო პროექტის ფარგლებში და “გაზელ ფაინანსის” მიერ ინვესტირებული თანხებით. მარკეტინგული და საკონსულტაციო მხარდაჭერა ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID REAP – ის პროექტის თანადაფინანსებით.

სერთიფიკატი

კომპანია სერტიფიცირებულია FSSC 22 00 v5.1 - ის მიხედვით
პროცესი სრულად შეესაბამება ISO 22000-2018 და HACCP სტანდარტებს