FSSC 22 00 v5.1 & ISO 22000-2018

კომპანია სერტიფიცირებულია FSSC 22 00 v5.1 - ის მიხედვით

პროცესი სრულად შეესაბამება ISO 22000-2018 და HACCP სტანდარტებს

საწარმოში დანერგილია სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა, რომელიც ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის უვნებელი პროდუქციის წარმოების წინაპირობას წარმოადგენს.

ISO 22000:2018 სერტიფიკატის ფლობა, წარმოადგენს იმ გარემოების დადასტურებას, რომ:

– სასურსათო ჯაჭვის (წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის, დასაწყობების, ტრანსპორტირების, რეალიზაციის) თითოეულ სტადიაზე დაცულია საყოველთაოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნები;

– მანნა აწარმოებს უვნებელ პროდუქტს, საფრთხეების თავიდან აცილების, აღმოფხვრის ან მათ მისაღებ დონემდე შემცირების გზით; დოკუმენტურად ადასტურებს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის უვნებლობას და უზრუნველყოფს პროდუქტის მიკვლევადობის სისტემის შემუშავებას.

და ბოლოს, კომპანიის სურსათის უვნებლობის პოლიტიკა ორიენტირებულია მომხმარებელზე და მაქსიმალურად უზრუნველყოფს საწარმოში არსებული სურსათის უვნებლობის სისტემის დახმარებით, საერთაშორისო და ადგილობრივ საკანონმდებლო მოთხოვნებთან, პროცესებისა და პროდუქტის შესაბამისობას.

MANNA უერთდება გაეროს გლობალურ შეთანხმებას (UN Global Compact, UNGC)

კომპანია იღებს პასუხისმგებლობას იმოქმედოს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპის შესაბამისად ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვის და კორუფციასთან ბრძოლის არეებში.

UN Global Compact- მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი და ავტორიტეტული ინიციატივაა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი კორპორატიული მმართველობით საქმიანობას წარმართავენ ეკოლოგიური გარემოს დაცვის და განვითარების, ეკონომიკის და საზოგადოების გაძლიერების მიზნების გათვალისწინებით. მსჯელობას, გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკების გაცვლას შეთანხების წევრებს შორის შეუძლია რეალური ცვლილებების დაძვრა უკეთესი მომავლისკენ.