მანნა საერთაშორისო გამოფენაზე ” SIAL Paris 2018″

მანნამ მონაწილეობა მიიღო საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე ” SIAL Paris 2018″, რომელიც 21-25 ოქტომბერს პარიზში გაიმართა.
“SIAL Paris” საკვები ინოვაციების უმსხვილესი სავაჭრო გამოფენაა ევროპის მასშტაბით. გამოფენაზე მონაწილეობას იღებს 7’000-ზე მეტი კომპანია მსოფლიოს 109 ქვეყნიდან, 155’000 ვიზიტორი, 2’685 ჟურნალისტი და 125 ოფიციალური დელეგაცია.