მანნა თბილისის ჩაის ფესტივალზე

მანნამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასიციაციის მიერ ორგანიზებულ თბილისის ჩაის ფესტივალზე, რომელიც 21 აპრილს, მთაწმინდის პარკის მთავარ მოედანზე გაიმართა.
ფესტივალზე მანნა წარდგენილი იყო უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაის ფართო ასორტიმენტით, როგორიც არის კლასიკური შავი და მწვანე ჩაი და მათთან შეზავებული სხვადასხვა ნაყენები, როგორიც არის შავი ჩაი მოცვის ფოთლით, ასკილით, კარკადეს ყვავილით, ჯინჯერითა და ლიმონით, კომშით. ასევე მწვანე ჩაი პიტნით, დარიჩინით.
მანნას ჩაის გემოვნური თვისებები დადებითად შეფასდა ჩაის სპეციალისტებისა და მოყვარულების მხრიდან