მანნა ჩაისა და თაფლის ფესტივალზე

მანნა-მ მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ, ტრადიციულ და ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ჩაისა და თაფლის ფესტივალზე, რომელიც მთაწმინდის პარკში 5 მაისს გაიმართა. ფესტივალზე მონაწილეობას იღებდნენ ქართული და საერთაშორისო ჩაის მწარმოებელი კომპანიები, ასევე, საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელი თაფლისა და ჩაის კომპანიები.
ფერსტივალზე მანნა წარმოდგენილი იყო უმაღლესი ხარისხის ნატურალური ქართული ჩაის ფართო ასორტიმენტით, მათ შორის, ჩაის ახალი სახეობებით – მწვანე ჩაი ლიმონით, შავი ჩაი ლიმონით და ხილის ჩაი.
ფესტივალი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით გაიმართა.