მანნა საერთაშორისო გამოფენაზე ლონდონში

მანნამ მონაწილეობა მიიღო საკვები და სასმელი პროდუქტების უმსხვილეს და წამყვან საერთაშორისო გამოფენაზე „IFE 2019“, რომელიც 17-დან 20 მარტის ჩათვლით ლონდონში გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1,350 ინოვაციური, გლობალური და უახლესი საკვები და სასმელი პროდუქტების მწარმოებელი წამყვანი კომპანიები მთელი მსოფლიოდან.

„IFE 2019“-ზე მანნამ წარმოადგინა უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაის ფართო ასორტიმენტი, მათ შორის, კლასიკური შავი და მწვანე ჩაი, შავი ჩაის ნაზავები ბეგქონდარასთან, ასკილთან, მოცვის ფოთოლთან, ასევე მწვანე ჩაი პიტნით, როგორც დასაყენებელ, ასევე ერთჯერად შეფუთვებში. გამოფენაზე პირველად იქნა წარმოდგენილი მანნას უგემრიელესი ლიმონის ჩაი.