მანნა „გაიცანი ქართულის“ გამოფენა-გაყიდვაზე

მანნამ მონაწილეობა მიიღო ქართული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვაზე „გაიცანი ქართული“. ღონისძიება საქართველოს მეწარმეთა კავშირის ორგანიზებით, მთაწმინდის პარკში 16 ივნისს გაიმართა.
გამოფენა-გაყიდვაზე მანნა წარმოდგენილი იყო უმაღლესი ხარისხის ნატურალი ქართული ჩაის ფართო ასორტიმენტით, მათ შორის, კლასიკური შავი და მწვანე ჩაი, შავი ჩაის ნაზავები ბეგქონდარასთან, ასკილთან, მოცვის ფოთოლთან, ლიმონთან, ასევე მწვანე ჩაი პიტნით, ლიმონით, ხილის ჩაი როგორც ფოთლოვანი სახით, ისე ერთჯერად შეფუთვებში.
მანნას სტენდზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირველებს დაეგემოვნებინათ მანნას ორი ახალი სახეობის ცივი ჩაი – მწვანე ჩაი ლიმონით და შავი ჩაი ალუბლით.