მანნას პროდუქცია საერთაშორისო გამოფენაზე კიოლნში

მანნამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში უმსხვილესი საკვები და სასმელი პროდუქტების გამოფენაზე – Anuga 2017, რომელიც გერმანიის ქალაქ კიოლნში 7-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართა. გამოფენაზე მონაწილეობა მიიღო 7400-ზე მეტმა კომპანიამ, მსოფლიოს 107 ქვეყნიდან, დაფიქსირდა ვიზიტორების რეკორდული რაოდენობა, რომელმაც 165 000-ს გადააჭარბა.
ახალი გახსნილი საწარმო „მანნა“-სთვის მსგავსი მასშტაბის გამოფენაზე მონაწილეობის მიღება ნამდვილი გამოწვევა იყო, რომელსაც მანნამ წარმატებით გაართვა თავი. დადებითად შეფასდა მანნას ორგანული ჩაის სახეობები დარგის სპეციალისტების მხრიდან. მანნასთან გრძელვადიანი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა რამდენიმე საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიამ, დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.