14 მარტს, მანნას საწარმოს არაოფიციალური ვიზიტით ისრაელის ელჩი, ბატონი რან გიდორი ესტუმრა.
ბატონი რან გიდორისთვის ჩატარდა ჩაის პროფესიონალური დეგუსტაციის მასტერკლასი, სადაც მან მანნას ჩაის უნიკალურობას გაუსვა ხაზი. შეხვედრაზე ყურადღება ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობასა და მანნას საექსპორტო პოტენციალს დაეთმო.