შპს „მანნა“ საკანონმდებლო ნორმების მუდმივი დაცვით მაღალხარისხიანი და ჯანმრთელობისათვის უვნებელი ნედლეულისგან ამზადებს ჩაის და კაკლოვანების პროდუქტებს, რომელიც კლიენტის მოლოდინს ყოველთვის აკმაყოფილებს.
ჩვენი ხედვა ხარისხის და სურსათის უვნებლობასთან მიმართებაში არის შემდეგი:
⦁ ვიყოთ სტაბილურობის, უვნებლობისა და ხარისხის გარანტი პროდუქტის წარმოება-მიწოდების სეგმენტში;
⦁ განუწყვეტლივ ვაუმჯობესებდეთ სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის(PDCA) ეფექტიანობას,კლიენტზე ორიენტირებას,პერსონალის პროაქტიურობას,FS კულტურას,საგანგებო სიტუაციების მართვას,სურსათის გაყალბების (FF) და განზრახ დაზიანებისგან (FD) დაცვას, მიკვლევადობის და გამოხმობის პროცედურებს, ხარისხის და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის სტრატეგიის,მიზნების სწორი დაგეგმვის, განხორციელების,აუდიტის, ანალიზის, მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების ეფექტურობის მუდმივი გაუმჯობესების საფუძველზე.
კომპანიის მიზანია:
⦁ კლიენტისთვის ხარისხიანი და უვნებელი პროდუქტის და სერვისის მიწოდებით ორგანიზაციის ბიზნეს-პროცესების გაუმჯობესება და შემოსავლების მუდმივი ზრდა;
⦁ შიდა და გარე ფაქტორების ანალიზი, კლიენტის და დაინტერესებული მხარის საჭიროებების, მოლოდინის და კმაყოფილების შეფასების მუდმივი ანალიზი და გაუმჯობესება;
⦁ ბიზნეს-პროცესების, პროდუქტის და შიდა საწარმოო ტექნოლოგიური პროცესების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება. პროდუქტის ხარისხის და უვნებლობის კონტროლი და უზრუნველყოფა ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრების საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად;
⦁ პერსონალის FS კულტურის, პროაქტიულობის, კვალიფიკაციის და მოტივაციის მუდმივი გაუმჯობესება;
⦁ GFSI-ს აღიარებული სქემის – ხარისხის და სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის (FSSC) დანერგვა და მუდმივი გაუმჯობესება
დამტკიცებულია
დირექტორი
თარიღი: 20.01.2022