სიახლეები

მანნა – ახალი, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა

საქართველოში ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი და დამფასოებელი საწარმო გაიხსნა. ქარხანა მდებარეობს სოფელ საგურამოში. კომპანიის სათაო ოფისი განთავსებულია თბილისში აბაშიძის 44-ში, სადაც უახლოეს მომავალში გაიხსნება მანნას პროდუქციის შოურუმი და მანნას ჩაის სახლი.

კომპანია ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული პროდუქციის წარმოებაზე, რომელიც არ შეიცავს მავნე ნივთიერებებსა და დანამატებს. წარმოების პროცესში დაცულია ISO 22000-ისა და HACPP-ის სტანდარტები. კომპანიას ასევე მოპოვებული აქვს საერთაშორისო აღიარებული „კავკასსერტის“ ბიო პროდუქციის წარმოების სერტიფიკატი. ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფილ დაცვას უზრუნველყოფენ დარგისა და სურსათის უსაფრთხოების პროფესიონალი სპეციალისტები.

კომპანია გეგმავს აწარმოოს საკვები და სასმელი პროდუქტების ფართო ასორტიმენტი, კერძოდ ჩაი, ჩირი, სანელებლები და ა.შ. უკვე წარმატებით ხორციელდება ბიო ჩაისა და ბიო მცენარეებისგან სხვადასხვა ჩაისა და ბუკეტების შექმნა და დაფასოება, ასევე უმაღლესი ხარისხის ქართული ჩირის დამზადება.

„მანნას“ საწარმო დაფინანსებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიანი აგრო პროექტის ფარგლებში და დამფუძნებლების მიერ ინვესტირებული თანხებით. მარკეტინგული და საკონსულტაციო მხარდაჭერა ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID REAP – ის პროექტის თანადაფინანსებით.