მანნა მონაწილეობას იღებს საკვები და სასმელი პროდუქტების უმსხვილეს და წამყვან საერთაშორისო გამოფენაზე „Gulfood 2018”, რომელიც 18-დან 22 თებერვლის ჩათვლით დუბაიში ჩატარდება. გამოფენას 185 ქვეყნიდან 97 000-ზე მეტი ვიზიტორი დაესწრება, მონაწილე კომპანიების რაოდენობა კი 5 000-ს აღემატება.
„Gulfood 2018” მანნა წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაის ფართო ასორტიმენტს, მათ შორის კლასიკურ შავ და მწვანე ჩაის, შავი ჩაის ნაზავებს ბეგქონდარასთან, ასკილთან, მოცვის ფოთოლთან, ასევე მწვანე ჩაის პიტნით, როგორც დასაყენებელ, ასევე ერთჯერად შეფუთვებში.
გამოფენაზე მონაწილეობის მიღება და საგამოფენო სივრცის მოწყობა განხორციელდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და მხარდაჭერით.
„Gulfood 2018”-ზე წარმატება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მანნას პროდუქციის პოპულარიზაციას, ახალი პარტნიორების მოძიებას და კონტაქტების დამყარებას.