სიახლეები

მანნა ISO 22000 სერტიფიკატის მფლობელი გახდა

სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ და დამფასოებელ საწარმო მანნას ISO 22000 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი პროდუქციის უსაფრთხოების სერტიფიკატი მიენიჭა.

სერტიფიკატის მიღების პროცესი რამდენიმე თვე ეტაპობრივად მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც საკონსულტაციო ფირმის დახმარებით კომპანიაში დაინერგა საერთაშორისო სტანდარტის სისტემა, რომელიც მართავს საწარმოს ყველა რგოლს – ნედლეულის შესყიდვას, დახარისხებას, საწარმო პროცესისა და საფრთხეების კონტროლს.

საკონტროლო აუდიტი მოხდა უშუალოდ TUV SUD-ის აუდიტორების მიერ, რომლებმაც ადგილზე შეისწავლეს და დაადასტურეს შესაბამისობა ISO-ს სტანდარტთან.