სიახლეები

მანნა საახალწლო ბაზრობაზე

24-25 დეკემბერს მანნამ მონაწილეობა მიიღო Secret Santa-ს საახალწლო ბაზრობაზე, რომელიც ახალ აღმაშენებელზე გაიმართა და სადაც სპეციალურად ქართული მეწარმეებისთვის საახაწლო ჯიხურები მოეწყო. ორი დღის განმავლობაში მანნა ბაზრობაზე მოსულ სტუმრებს საკუთარ პროდუქციას ქართულ ორგანულ ჩაის და უმაღლესი ხარისხის ჩირს სთავაზობდა. ასევე სპეციალურად საახალწლოდ დამზადებულ სასაჩუქრე ჩანთებს.

მანნას საახალწლო ჯიხურში დამსწრეებს ასევე უმასპინძლდებოდნენ უგემრიელესი ჩაით და ჩირით.