სიახლეები

მანნა საერთაშორისო გამოფენაზე ლონდონში

მანნა საერთაშორისო გამოფენაზე ლონდონში

მანნა მონაწილეობას იღებს საკვები და სასმელი პროდუქტების უმსხვილეს და წამყვან საერთაშორისო გამოფენაზე „IFE 2019“, რომელიც 17-დან 20 მარტის ჩათვლით ლონდონში ტარდება.

გამოფენაზე წარმოდგენილია 1,350 ინოვაციური, გლობალური და უახლესი საკვები და სასმელი პროდუქტების მწარმოებელი წამყვანი კომპანიები მთელი მსოფლიოდან.

„IFE 2019“-ზე მანნა წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაის ფართო ასორტიმენტს, მათ შორის, კლასიკურ შავ და მწვანე ჩაის, შავი ჩაის ნაზავებს ბეგქონდარასთან, ასკილთან, მოცვის ფოთოლთან, ასევე მწვანე ჩაის პიტნით, როგორც დასაყენებელ, ასევე ერთჯერად შეფუთვებში. გამოფენაზე პირველად იქნება წარმოდგენილი მანნას უგემრიელესი ლიმონის ჩაი.

გამოფენის ფარგლებში მანნა შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან და დარგის სპეციალისტებთან.

პროექტი ხორციელდება „აწარმოე საქართველოს“ ორგანიზებით.