სიახლეები

მანნა საერთაშორისო გამოფენაზე ” SIAL Paris 2018″

მანნა საერთაშორისო გამოფენაზე SIAL Paris 2018

მანნა მონაწილეობას იღებს საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე ” SIAL Paris 2018″, რომელიც 21-25 ოქტომბერს პარიზში გაიმართება.
“SIAL Paris” საკვები ინოვაციების უმსხვილესი სავაჭრო გამოფენაა ევროპის მასშტაბით. გამოფენაზე მონაწილეობას იღებს 7’000-ზე მეტი კომპანია მსოფლიოს 109 ქვეყნიდან, 155’000 ვიზიტორი, 2’685 ჟურნალისტი და 125 ოფიციალური დელეგაცია.
SIAL Paris 2018-ზე მანნას მიზანი ქართული, მაღალი ხარისხის ჩაის წარდგენა და მსოფლიოს მასშტაბით ქართული ჩაის პოპულარიზაცია გახლავთ.
პროექტი ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის ITC მხარდაჭერით.
გელოდებით მანნას სტენდზე – 5C G 188