სიახლეები

მანნას ჩაი გუდვილის ჰიპერმარკეტებში

მანნას უმაღლესი ხარისხის ქართული, ორგანული ჩაის ყიდვა, აგროჰაბის გარდა, უკვე გუდვილის ჰიპერმარკეტებშიც არის შესაძლებელი, სადაც წარმოდგენილია მანნას ოთხი სახეობის, დასაყენებელი ჩაი ულამაზეს შეფუთვებში:

გამორჩეული გემოსა და არომატის მქონე ქართული, ორგანული შავი ჩაი – მანნა, ხასიათდება ძლიერი მატონიზირებელი ეფექტით. შეგიძლიათ მიირთვათ მთელი დღის განმავლობაში, სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის და გიქმნით სასიამოვნო განწყობას;
უნიკალური გემოსა და განსაკუთრებული არომატის მქონე ქართული, ორგანული მწვანე ჩაი – მანნა. დადებითად მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე და უზრუნველყოფს თქვენი წონის კორექციას;
ქართული, ორგანული მწვანე ჩაი პიტნით – მანნა, გამოირჩევა მწვანე ჩაის გამოხატული კლასიკური არომატით, რომელშიც შერწყმულია პიტნის დახვეწილი გემო;
საუცხოო გემოს მქონე მანნას ქართული შავი ჩაი მოცვის ფოთლით გამოირჩევა, მოცვისთვის სახასიათო, სასიამოვნო, მომჟავო არომატით. არის ძლიერი მატონიზირებელი საშუალება და სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. დიაბეტით დაავადებულთათვის არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.
მიირთვით 100% ქართული, ეკოლოგიურად სუფთა, სერთიფიცირებული და უბრალოდ უგემრიელესი მანნას ჩაი.