საერთაშორისოდ აღიარებულმა კომპანიამ „კავკასსერტი“ (აკრედიტირებულია გერმანული Dakks-ის მიერ), მანნას ჩაის მიანიჭა GC Standard-ის სერთიფიკატი ორგანული პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, მარკირებისა და მარკეტინგის თაობაზე, რომელიც ექვემდებარება EC No 834/2007, No 889/2008, No 1235/2008 რეგულაციებს და შეესაბამება Codex Alimentarius Organic ნორმებს. სერთიფიკატი მიენიჭა მანნას ქარხანაში წარმოებულ ქართული ჩაის რამდენიმე სახეობას, მათ შორის კლასიკურ შავ და მწვანე ჩაის, ბეგქონდარას მცენარეულ ჩაის და ნაზავ ჩაის ბუკეტებს, როგორიც არის შავი ჩაი ასკილით, მწვანე ჩაი პიტნით და სხვა.
GC Standard-ის შესაბამისად, „მანნას“ მიერ წარმოებულ ჩაის ყუთებზე დატანილია ბიო (ორგანული) პროდუქტის საერთაშორისო ნიშანი, რაც მომხმარებელს, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში აძლევს მყარ გარანტიას პროდუქციის უსაფრთხოების შესახებ.