მანნას ქართული მწვანე ჩაი ლიმონით გამოირჩევა კლასიკური მწვანე ჩაისა და დასავლეთ საქართველოს რეგიონში მოყვანილი ქართული ლიმონის ცოცხალი არომატის ბრწყინვალე ჰარმონიული ბუკეტით, მდიდარია P და C ვიტამინებით; აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმს წმენდს შლაკებისგან.
მანნას ქართული შავი ჩაი ლიმონით, ხასიათდება შავი ჩაის კლასიკურ გემოსთან შერწყმული დასავლეთ საქართველოს რეგიონში მოყვანილი ქართული ლიმონის ცოცხალი არომატით. პროდუქტის სწორი დამუშავება და ზუსტი პროპორციები უნარჩუნებს მას სასარგებლო თვისებებსა და ბუნებრივ გემოს, მდიდარია P და C ვიტამინებით.
განსაკუთრებული გემოს მქონე „მანნას“ ქართული შავი ჩაი ბეგქონდარით გამოირჩევა მკვეთრად გამოხატული არომატით და ხასიათდება მატონიზირებელი ეფექტით. ჩაის განსაკუთრებულ გემოს აძლევს მასში შემავალი მთის ბეგქონდარა, რომელიც თქვენს ფინჯანში დაუვიწყარსურნელებას ქმნის და დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე.
გამოირჩევა კლასიკური შავი ჩაისა და ველური ასკილის რბილობის ნაზი არომატის ბრწყინვალე ჰარმონიული ბუკეტით. მდიდარია P, C, B2, K და E ვიტამინებით,აძლიერებს იმუნიტეტს და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.
ხასიათდება მწვანე ჩაის კლასიკური გემოსა და მთის პიტნის დახვეწილი არომატების შერწყმით. პროდუქტის სწორი დამუშავება და ზუსტიპროპორციები უნარჩუნებს მას როგორც სასარგებლო თვისებებს, ასევე ორივე მცენარის გემოს მახასიათებელს.
„მანნას“ უნიკალური, არომატული ქართული შავი ჩაი ხასიათდება ძლიერი მატონიზირებელი ეფექტით, გიქმნით სასიამოვნო განწყობას, მდიდარია P და C ვიტამინებით, სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.
„მანნას“ არომატული ქართული მწვანე ჩაი გამოირჩევა განსაკუთრებულად რბილი გემოთი და დახვეწილი არომატით, მდიდარია ანტიოქსიდანტებით,P და C ვიტამინებით, სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის