20 ჩაის პაკეტი | 40 გრ.
უნიკალური გემოსა და განსაკუთრებული არომატის მქონე ქართული მწვანე ჩაი – მანნა ერთჯერად პაკეტებში. ქმნის სასიამოვნო განწყობასა და დაუვიწყარ მოგონებას, დადებითად მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე და გვერდითი ეფექტების გარეშე უზრუნველყოფს თქვენი წონის კორექციას.
შემადგენლობა: მწვანე ჩაი
მანნას მწვანე ჩაი ერთჯერად პაკეტებში დამზადებულია დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის ეკოლოგიურად სუფთა პლანტაციებიდან მიღებული ჩაის ნაზი ფოთლებისგან. რეგიონისთვის დამახასიათებელი დღე-ღამეს შორის არსებული ტემპერატურის ცვალებადობა, ასევე მთისა და ზღვის ჰავის შერწყმა ჩაის ფოთლებს აძლევს განსაკუთრებულ არომატს და თავისებურ გემოს.
სამკურნალო თვისებები
მწვანე ჩაიში სრულად შენარჩუნებულია კატეხინები და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რაც სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. შეიცავს ანტიოქსიდანტებს, არომატულ ნივთიერებებს, ტანინებს, კოფეინს, P და C ვიტამინებს. ახდენს დადებით ზეგავლენას ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა, სისხლის მიმოქცევისა და ნერვულ სისტემაზე. სასარგებლოა დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის – ანელებს სისხლში შაქრის დონის აწევას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს. მისი რეგულარული მოხმარება იცავს ტვინის უჯრედებს დაზიანებისაგან, არეგულირებს წნევას