სიახლეები

„ქართული ჩაის მიმართ ინტერესი იზრდება“ – როგორ უწევს კონკურენციას „მანნა“ იმპორტირებულ ჩაის

“მანნას” პროდუქციას და წარმოებას ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა ერთ-ერთმა წამყვანმა ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეების ვებ-გვერდმა “ბიზნესპრესნიუსი” (www.bpn.ge)
„ქართული ჩაის მიმართ ინტერესი იზრდება“ – როგორ უწევს კონკურენციას „მანნა“ იმპორტირებულ ჩაის
სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი და დამფასოებელი საწარმო „მანნა“ საექსპორტო ბაზარს აფართოებს. ამერიკისა და რუსეთის შემდეგ, კომპანია პროდუქციას უკვე ჩეხეთში გაიტანს. ისრაელის ბაზარზე შესასვლელად კი, კომპანიამ დამატებით უკვე მოიპოვა ,,კოშერის“ სერთიფიკატი.

ქართული ორგანული, პრემიუმ ხარისხის ჩაისა და ჩირის მწარმოებელი საწარმო ,,მანნა“ 2017 წლის ნოემბერში გაიხსნა სოფელ საგურამოში. ქარხანა, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და დანადგარებითაა აღჭურვილი, აწარმოებს 9 სახეობის პრემიუმ ხარისხის ჩაის და 2 სახეობის ჩირს – ქლიავისა და ხურმის ჩირებს. საწარმოში 35 ადამიანია დასაქმებული.

„ქართული ჩაი მივიწყებული იყო და სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ საწარმოს შექმნა და ქართული ჩაის პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით. ასევე ამ მიზანს ემსახურებოდა შოუ-რუმ ,,მანნა“-ს გახსნა თბილისში, სადაც მომხმარებელს, ადგილზე დაგემოვნებასა და პროდუქციის შეძენასთან ერთად, ასევე საშუალება ექნება დეტალური ინფორმაცია მიიღოს ქართული ჩაის სხვადასხვა სახეობის შესახებ. ჩაის სალონის შექმნაში 80 ათას ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა“, – განაცხა

და „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ,,მანნა“-ს გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ღურჭუმელიამ.

რაც შეეხება კონკურენციას, ირაკლი ღურჭუმელიას თქმით, ქართულ ჩაის ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას მხოლოდ იმპორტირებული პროდუქცია უწევს და ისიც დაბალი ფასის გამო.

„ადგილობრივ ბაზარზე ჩვენს პროდუქციას კონკურენციას უწევს იმპორტირებული ჩაი, მაგრამ ეს განპირობებულია მხოლოდ ფასით და არა ხარისხით. მაგალითისთვის, ზოგიერთი იმპორტირებული ჩაი, რომელიც 2-3 ლარი ღირს, ფასიდან გამომდინარე გარკვეული სეგმენტისთვის მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ ის გაჯერებულია სხვადასხვა სახის დანამატებით.

თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა ინტერესი ქართული ჩაის მიმართ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონების მასშტაბით, ,,მანნას“ პროდუქცია საკმაოდ კარგად იყიდება, იმის მიუხედავად, რომ სულ ერთი წელია რაც ადგილობრივ ბაზარზე ვართ წარმოდგენილები. მოცემულ ეტაპზე კომპანიას არ გააჩნია საკუთარი პლანტაციები თუმცა, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ჩვენი პლანტაციების გაშენებას“, – განაცხადა ირაკლი ღურჭუმელიამ.

დღეს ,,მანნას“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია 100-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში. პროდუქცია ხელმისაწვდომია საქართველოს რეგიონებშიც, განსაკუთრებით ტურისტულ ზონებში.

(სტატიის წასაკითხად გადადით ბმულზე)