სიახლეები

“სენიორ ექსპერტთა სერვისის” (SES) ტრეინინგი მანნაში

25 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით მანნა-ში მუშაობს „სენიორ ექსპერტთა სერვისის” (SES) ავსტრიელი ექსპერტი, ბატონი ფრიდლი ჰუბერტი. ის საწარმოს თანამშრომლებსა და მენეჯმენტს გაუწევს კონსულტაციებს და ჩაუტარებს ტრენინგებს ჩირის წარმოების ნაწილში.

„სენიორ ექსპერტთა სერვისი” წარმოადგენს გერმანიის ინდუსტრიის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდს (Stiftung der Deutschen Wirtschaft für internationale Zusammenarbeit). ფონდი ექსპერტებს აგზავნის გერმანიისა და სხვა ქვეყნების კომპანიებში კონსულტაციების გაწევისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

კომპანიამ „სენიორ ექსპერტთა სერვისთან” მოლაპარაკებები 2016 წელს დაიწყო და, ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ჩაერთო პროექტში, რის შემდეგაც საქართველოში მოავლინეს საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის მქონე ექსპერტი.

ეს ხელს შეუწყობს საწარმოში წარმოების საერთაშორისო სტანდარტების კიდევ უფრო განვითარებას, ასევე, გაზრდის მანნა-ს პროდუქციის საექსპორტო პოტენციალს.