1. შესავალი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მანნა ონლაინ მაღაზიაში!

აღნიშნული მომსახურების წესებით და პირობებით რეგულირდება ჩვენი ვებგვერდის გამოყენება, ვებგვერდის მისამართია – www.manna.ge

კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს თუ როგორ ვაგროვებთ, ვიცავთ და გავცემთ ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ თქვენს მიერ ჩვენი ვებგვერდების გამოყენების შედეგად.

ჩვენსა და თქვენს შორის შეთანხმება მოიცავს აღნიშნულ წესებს და პირობებს და ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თქვენ აცნობიერებთ, რომ წაიკითხეთ და გესმით შეთანხმებები და ეთანხმებით მათ.

თუ არ ეთანხმებით შეთანხმებებს, შეგიძლიათ არ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, მაგრამ გთხოვთ, შეგვატყობინოთ ელ. ფოსტაზე [email protected] იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოძიება. ეს პირობები ვრცელდება ყველა ვიზიტორსა და მომხმარებელზე.

  1. კომუნიკაცია

ჩვენი მომსახურების გამოყენებით თქვენ თანხმობას აცხადებთ სიახლეების, მარკეტინგული ან სარეკლამო მასალების და სხვა ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც შეიძლება ჩვენგან იქნას გამოგზავნილი. ამასთან, თქვენ შეიძლება უარი თქვათ ზემოთ აღნიშული ინფორმაციის მიღებაზე ჩვენს ელ. ფოსტაზე [email protected] გამოწერის გაუქმების თაობაზე შეტყობინებით.

  1. შეძენა/ყიდვა

თუ გსურთ შეიძინოთ პროდუქტი ამისათვის შეიძლება საჭირო გახდეს თქვენს მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომერი, თქვენი ბარათის ვადის გასვლის თარიღი, თქვენი რეგისტრაციის მისამართი და მიწოდებისთვის სხვა საჭირო ინფორმაცია.

თქვენ გარანტიას იძლევით, რომ თქვენ გაქვთ იურიდიული უფლება გამოიყენოთ ბარათი ან გადახდის სხვა მეთოდი ნებისმიერი შეძენასთან დაკავშირებით და რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ნამდვილი, სწორი და სრულყოფილი.

გადახდისა და შესყიდვების განხორციელებისათვის, შესაძლოა საჭირო გახდეს ჩვენი მხრიდან მესამე მხარის სერვისის გამოყენება. თქვენი ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ გვაძლევთ უფლებას, რომ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია მესამე მხარეს, რომელიც ექვემდებარება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის მაგრამ არა მარტო: პროდუქტის ან მომსახურების ხელმისაწვდომობა, პროდუქტისა თუ მომსახურების აღწერილობაში ან ფასში შეცდომების არსებობის არსებობა, შეცდომები თქვენს შეკვეთაში ან სხვა მიზეზები.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთაზე, თაღლითობის ან უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

  1. შეკვეთის გაუქმება /თანხის დაბრუნება/ანაზღაურება

შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია შეკვეთის განთავსებიდან 8 საათში. თანხის დაბრუნება/ ანაზღაურება ხორციელდება შეკვეთის განხორციელების თავდაპირველი თარიღიდან 7 დღის ფარგლებში.

პროდუქტის დაბრუნება & თანხის უკან მიღება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ უშუალოდ ნედლეულზე შეიმჩნევა აშკარა ვიზუალური ფაქტორები.
  • შეფუთის აშკარა დაზიანების შემთხვევაში (გახეული შეფუთვა, გადმოყრილი ნედლეული და ა.შ.)
  1. შემადგენლობა/კონტენტი

ნებისმიერი ვიზუალური და ტექსტური მასალა, რომელი განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე, წარმოადგენს შპს მანნას საკუთრებას ან აქვს გამოყენების ნებართვა. თქვენ არ გაქვთ უფლება გაავრცელოთ, შეცვალოთ, გადაუგზავნოთ, გადმოწეროთ, დააკოპიროთ ან გამოიყენოთ აღნიშნული კონტენტი სრულად ან ნაწილობრივ პირადი კომერციული მიზნებისთვის ან წინასწარ წერილობითი ნებართვის მიღების გარეშე.

  1. აკრძალული გამოყენება

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სერვისი მხოლოდ კანონიერი მიზნებით და პირობების შესაბამისად.

  1. ანალიტიკა

ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ მესამე მხარის მომსახურება, ჩვენი სერვისის გამოყენების მონიტორინგისა და ანალიზისთვის.

  1. მარეგულირებელი კანონი

წესები და პირობები რეგულირდება და ინტერპრეტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი მარეგულირებელი კანონის ფარგებში, მასთან კონფლიქტში მყოფი დებულებების გათვალისწინების გარეშე.

ჩვენს მიერ ამ პირობების რაიმე უფლების ან დებულებების შეუსრულებლობა, არ განიხილება ამ უფლებების უგულებელყოფად. თუ ამ პირობების რომელიმე დებულება სასამართლოს მიერ ბათილად ან კანონიერი ძალის არმქონედ ჩაითვლება, ამ პირობების დარჩენილი დებულებები რჩება მოქმედად.

  1. ცვლილებები სერვისში

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევიტანოთ ცვლილებები ჩვენს მომსახურებაში, ჩვენი შეხედულებისამებრ. პერიოდულად, ჩვენ შეიძლება შევზღუდოთ წვდომა მომსახურების ზოგიერთი ნაწილზე ან მთლიან სერვისზე, მომხმარებლებზე.

  1. დასტური/თანხმობა

ჩვენი სერვისით ან ჩვენს მიერ მოწოდებული სხვა სერვისის გამოყენებით, ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და გაეცანით ამ წესებს და პირობებს და ეთანხმებით მათ.